26 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
დამკვირვებელი სუად არნაუტოვიჩი - რიგგარეშე არჩევნებზე პირველად იყო საქართველოში გამოყენებული ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები, ეს იყო დიდი გამოწვევა და ვადასტურებ, რომ თქვენ მას თავი წარმატებით გაართვით

ბოსნია-ჰერცეგოვინას ცესკო-ს წარმომადგენელმა სუად არნაუტოვიჩიმ საქართველოში ჩატარებული შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ​შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნებზე პირველად იყო საქართველოში გამოყენებული ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები, რომელიც დიდი გამოწვევა იყო. არნაუტოვიჩიმ ​აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებით გაართვა თავი მას. 

"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შესანიშნავად მოამზადა არჩევნები. შესაძლებლობა გვქონდა დავკვირვებოდით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას. პირადად ჩემი აზრით, მისი თავმჯდომარე ბატონი კალანდარიშვილი, თავის გუნდთან ერთად, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ამ რიგგარეშე არჩევნებზე პირველად იყო საქართველოში გამოყენებული ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები და ეს იყო თქვენთვის დიდი გამოწვევა. ვადასტურებ, რომ თქვენ წარმატებით გაართვით მას თავი. ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობდა. ეს გამოცდილება წაადგება საქართველოს მომავალი არჩევნების ჩატარებისას. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ეს რიგგარეშე არჩევნები როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ფარული და თანაბარი ხმის უფლებით," - განაცხადა სუად არნატუვიჩიმ.

შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს საქართველოში 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.  

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში 29 აპრილს ჩატარდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები უკვე წარადგინა. დათვლილია 165-ვე უბანი, მათ შორის 117 ელექტრონული და 48 ტრადიციული.

დღის ამბები