26 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"მოვდივარ" - მოძრაობა "აი უცნობის" ორგანიზებით გამართული აქცია რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა

აქცია, რომელიც სლოგანით "მოვდივარ" რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, საღამოს 9 საათისთვის დასრულდა. მოძრაობა "აი უცნობის" ორგანიზებით გამართული შეკრების მიზნად ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა დასახელდა.

აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს - მათ შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური შეფასების მიცემა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. შეკრებილებმა ასევე უნდობლობა გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტს.

 

ავტორი: მაია გრიგოლია. 

დღის ამბები