იმერეთში, საარჩევნო შედეგების ხმების დათვლას ელოდებიან. ტყიბულში, "ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენციას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი უწევდა, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებში, მმართველი გუნდი უკონკურენტო იყო. იმერეთში, საკრებულოს წევრების გარდა თერჯოლის მერიც აირჩიეს.
საარჩევნო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა და ამ დროისთვის ხმებს ითვლიან. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა 11 668 ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 37%-ია. საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.