26 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობაში"  სურთ მიიღონ რიგგარეშე არჩევნები და ამით გვერდითა კარით შემოვიდნენ ისევ პოლიტიკაში - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობაში"  სურთ, მიიღონ რიგგარეშე არჩევნები და ამით "გვერდითა კარით შემოვიდნენ ისევ პოლიტიკაში".

""ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ, ამით სურთ მიიღონ გარკვეული დესტაბილიზაციის მუხტი ქვეყანაში და შემდეგ ეს გამოიყენონ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის.

მათ სურთ მიიღონ რიგგარეშე არჩევნები და ამით გვერდითა კარით შემოვიდნენ ისევ პოლიტიკაში. მათ წააგეს 8-9 რიგითი არჩევნები, წააგეს საკუთარ პარტიაში რიგგარეშე არჩევნები  და როდესაც ადამიანი 2024 წლის იანვარ-თებერვალში, რიგგარეშე არჩევნებისთვის კი არა, 2024 წლის რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს მათი პარტია,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები