26 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრები დასრულდა - რა გზავნილები და შეფასებები მოისმინეს დეპუტატებმა ევროპელი კოლეგებისგან

სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრები დასრულდა. დღის ბოლოს, ქართველი კანონმდებლები, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოს საკითხზე მომხსენებლები არიან. საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობა და 12 პუნქტის შესრულების პროცესი - შეხვედრაზე მხარეებმა ძირითად ამ საკითხებზე ისაუბრეს.

დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ქვეყნის პოზიციების გაძლიერება, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა - ეს იმ შედეგების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მმართველი პარტიის წევრების შეფასებით, საერთაშორისო ვიზიტებს მოჰყვება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტნიორები საქართველოს ევროპულ კურსს მხარს უჭერენ.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ევროპული ვიზიტების დროს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, ძირითადად კრიტიკა ისმოდა. ოპონენტები, მმართველ პარტიას ანტიდასავლური კურსის გამო აკრიტიკებენ.

"ოპოზიციის მიზანი, წარმატებულ ევროპულ ვიზიტებზე ჩრდილის მიყენებაა" - ასე პასუხობენ ოპონენტების განცხადებებს მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიის წევრების განმარტებით, ოპოზიციას არ სურს ქვეყანამ წარმატებას "ქართული ოცნების" პირობებში მიაღწიოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ლუქსემბურგში და ქვეყნის ევროპული კურსის დადასტურება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო სამება მინისტრების საბჭოს სხდომაზე. ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები სტრასბურგში. პარლამენტის თავმჯდომარის მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. პრემიერ მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. ევროპა, საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას, ღიად აფიქსირებს და რეკომენდაციების შესრულებას ელოდება.

დღის ამბები