26 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტში, ბებიის გაუპატიურების ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის ბიჭი ბებიაზე სისტემატიურად ძალადობდა. ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოძალადის მამა შეესწრო 77 წლის დედის გაუპატიურებას და პოლიციას აცნობა. 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია და მას თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

დღის ამბები