ფონდმა "ქართუმ" 200 მილიონი ლარის ღირებულების სარაგბო ინფრასტრუქტურა რაგბის კავშირს საკუთრებაში გადასცა. 2011-2018 წწ-ში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, საქართველოში 28 სარაგბო სტადიონი, 2 სარაგბო აკადემია და 5 სარაგბო სასტუმრო მოეწყო, რომელთა გამართულ მუშაობას ასევე ფონდი "ქართუ" აფინანსებს. რამდენიმე ასეული მილიონი ლარის საქველმოქმედო ინვესტიციისთვის, მსოფლიო რაგბმა, ბიძინა ივანიშვილი რაგბის განვითარებისთვის დააჯილდოვა, რისი შედეგიც ბორჯღალოსანთა ისტორიული გამარჯვებებია.
მთავრობის და ფონდ "ქართუს" ძალისხმევით, სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება "100 მოედნის" პროგრამის ფარგლებში კვლავაც გრძელდება.