26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
29 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

10 მუნიციპალიტეტში შუალედურ არჩევნებზე 2 მერს, საკრებულოს 5 დეპუტატს და პარლამენტის ერთ წევრს აირჩევენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, არჩევნები 29 აპრილს, შაბათს ჩატარდება. წელს პირველად, უბნების უმეტესობაში არჩევნები ელექტრონული წესით გაიმართება.

"29 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამ არჩევნებისთვის შექმნილია 165 საარჩევნო უბანი, მათ შორის 117 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით გაიმართება და   ამომრჩევლების 91% ექნება შესაძლებლობა, ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული აპარატების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, ამ უბნებზე ტრადიციული წესით გაიმართება კენჭისყრა, მაგრამ შემდეგ რაც დასრულდება კენჭისყრა, ბიულეტენები გაციფრულდება. რაც შეეხება ცაგერსა და თერჯოლას, იქ რიგგარეშე მერების არჩევნები ტარდება. ფოთი, ხობი, სენაკის-პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ ამომრჩევლები. ხოლო გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში და ტყიბულში, ავირჩევთ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს,"-აცხადებს ნათია იოსელიანი.

 

 

დღის ამბები