საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიასთან გამარჯვებით დაასრულა.
ავსტრალია პირველ პერიოდში 1 შაიბით დაწინაურდა, თუმცა ამას საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდში სამი შაიბით უპასუხა. საბოლოო ჯამში, შეხვედრა 3:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა, მხოლოდ ესპანეთთან წააგო, დანარჩენი ოთხი შეხვედრა კი მოიგო.