26 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
70 წლის მამაკაცი, რომელიც ავტობუსში დაჭრეს, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

წერეთლის გამზირზე, ავტობუსში დაჭრილი მამაკაცი 70 წლისაა და ის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

შემთხვევა 308 ნომერ ავტობუსში მოხდა. მას ცივი იარაღით დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული. თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის მოტივი უცნობია, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები