26 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 50-ზე მეტი იერიში მოიგერიეს

აფეთქების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ოკუპირებულ მელიტოპოლში. დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება. დაშავდნენ სამოქალაქო პირები.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 50-ზე მეტი იერიში 4 მიმართულებით მოიგერიეს. ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს დრონებითაც. უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 4 ირანული დრონი ჩამოაგდეს, ასევე, 700 ზე მეტი ოკუპანტი გაანეიტრალეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პრიორიტეტები უცვლელია: ტერიტორიების დეოკუპაცია, ხალხისა და მიწების დაბრუნება რუსული ტყვეობიდან. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, სწორედ ამ ამოცანის შესრულებისკენ არის მიმართული სახელმწიფო რესურსები.

"ჩავატარე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. მუდმივად და ყურადღებით ვაანალიზებთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობას, ყველაზე ცხელ და პოტენციურად ყველა საშიშ ზონას. ფრონტის ხაზი პრიორიტეტია. აქტიურად ვამზადებთ ახალ ბრიგადებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე უნდა გამოჩნდნენ. უკრაინაში ყველამ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, ჩვენი მიწების დაბრუნება და ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან დახსნაა. სახელმწიფო რესურსები, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ამოცანისკენაა მიმართული. ყურადღება გავამახვილეთ რამშტეინის ფორმატში კომუნიკაციაზე. მადლობას ვუხდი იმ პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევა სრულად შეესაბამება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას და საჭიროებებს,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

დღის ამბები