"ამერიკული ვარსკვლავის" საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოსახვედრად, ნუცა ბუზალაძეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერა სჭირდება, განსაკუთრებით კი იმ ქართველების, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ. გადამწყვეტი დღე 23 აპრილია - საქართველოდან ხმის მიცემის მსურველებს ამის გაკეთება ორშაბათს, დილის 4 საათიდან შეეძლებათ. ქართველი მომღერლის მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს ორგანიზატორებმა მხოლოდ 10 საათი გამოუყვეს.
ხმის მიცემის დასრულებისთანავე ცნობილი გახდება მოხვდა თუ არა ნუცა ბუზალაძე "ამერიკული ვარსკვლავის" ფინალისტებში. ორშაბათსვე დაგეგმილია ლაივ შოუ, სადაც კონკურსანტები მათთვის შერჩეულ კომპოზიციებს შეასრულებენ. კიდევ ერთი ინფორმაცია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქართველი მომღერლისთვის ხმის მიცემა სურს - თითოეულ მოქალაქეს ბუზალაძისთვის სამი აპლიკაციიდან ხმის მიცემა, ჯამში, 30-ჯერ შეუძლია.