საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ინსულტის შემდგომ კომპლექსურ სარეაბილიტაციო მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს.
რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერი კენ ვოლკერის კლინიკა მზად არის საჭირო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ პაციენტებს, ვისაც სურს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე 211 20 20, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 1505.
(R)