26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია - ქართველმა მოჭიდავემ ევროპის მოქმედი ჩემპიონი 4:3 დაამარცხა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გივი მაჭარაშვილმა, კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში მცხეთელმა მოჭიდავემ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

დაახლოებით ერთ საათში კი ხორვატიიდან კიდევ ერთ ოქროს მედალს ველოდებით - ფინალშია ოლიმპიური ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი გენო პეტრიაშვილი. გორელი ფალავანი გადამწყვეტ ორთაბრძოლაში პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება, ბოლოს პეტრიაშვილი თურქ მოჭიდავეს გასულ წელს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები