ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების რენტგენოსკანერი განთავსდა. სკანერი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ფარგლებში გადაეცა. აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბათუმის აეროპორტში ერთობლივად გაეცნენ საჰაერო გზით გასატანი ბარგის სკანირებას.
მათი განცხადებით, რენტგენოსკანერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და უმნიშვნელოვანესია აკრძალული და სახიფათო ნივთიერებების გაკონტროლების კუთხით.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს 3 სკანერი გადაეცა აქეფან 2 ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში განთავსდა 1 კი ლარსის გამშვებ პუნქტზე.