26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ტყუილია, როდესაც ოპოზიცია ამბობს, თითქოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ BBC-ის გამოძიების შემდეგ გაიგო, რომ კეზერაშვილი მაღალი ალბათობით დაკავშირებულია საერთაშორისო თაღლითურ სქემასთან - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ტყუილია, როდესაც ოპოზიცია ამბობს, თითქოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ BBC-ის გამოძიების შემდეგ გაიგო, რომ კეზერაშვილი მაღალი ალბათობით არის დაკავშირებული საერთაშორისო თაღლითურ სქემასთან.

"რადიკალურმა ოპოზიციამ მოიგონა ძალიან მარტივი ტყუილი და ეს არის თვალთმაქცობა, როდესაც ისინი თითქოს საყვედურებს გამოთქვამენ, რომ აი, საქართველოს ხელისუფლებამ როგორ არ იცოდაო ეს ამბავი, BBC-ის გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი მხოლოდო, ეს არის სიცრუე. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხი მაღალი დონის ბრიფინგი ჩაატარეს და ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის და ორგანიზებული დანაშაულის არაერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახსნეს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რაზეც საქართველოს პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. ეს საგამოძიებო მოქმედებები და შესრულებული საქმე იყო ყოველთვის საჯაროდ საზოგადოებისთვის მიწოდებული, ამიტომ ტყუილია, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ თითქოს დღეს გაიგო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ BBC-ის გამოძიების შემდეგ, რომ კეზერაშვილი მაღალი ალბათობით არის დაკავშირებული ამ საერთაშორისო თაღლითურ სქემასთან. რაც შეეხება ტელევიზიაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს, ეს განცხადება მან გააკეთა იმიტომ, რომ შეუქმნას თავის ტელევიზიას და ჟურნალისტებს მინიმალური კომფორტი, რომ მათ განაგრძონ დასახული ამოცანების შესრულება და როგორმე შეუმსუბუქოს ის რეპუტაციული ტვირთი, რომელიც მის შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოძიებამ მოიტანა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები