26 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
კომისიის შექმნა ემსახურება საბოტაჟს, „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს ვერ წარმოუდგენიათ, „ოცნების“ პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივას, ობიექტური პასუხი გასცა.

მდინარაძის თქმით, "ნაცმოძრაობას“ და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენიათ, "ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად.

"ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა გამოვუცხადეთ ქართულ სასამართლოს. წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისცემს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ერთხელ კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ არ მოგვცეს და ეს თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა. რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს. "ნაცმოძრაობას“ და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენიათ, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად. დღეს რომ მართლა ხედავდე განსაკუთრებულ პრობლემებს, შეიძლება, ამაზე საუბრისგან თავი შეიკავო, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მტკიცებულებების გარეშე გისანქცირებენ, სავიზო შეზღუდვებს უწესებენ ქართველ მოსამართლეებს და შენ, ოპოზიციონერი რომ გვქვია, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის გვერდით დადგე, თქვა, მტკიცებულების გარეშე ეს დაუშვებელიაო, ამბობ, აწი უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და შევქმნათ კომისიაო.

საზოგადოების რომელიმე წევრს, თუნდაც "ნაცმოძრაობის“ მომხრეს, მიგაჩნიათ, რომ კომისიის შექმნა იმისთვის სურთ, რომ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტურონ? არა, პირიქით. კომისია სჭირდებათ, რომ თქვან, სასამართლოში უბედურება ხდებაო, როცა ეს ასე არ არის, პირიქით. მათი მიზანია, ამის საფუძველზე რამენაირად შეაფერხონ ევროინტეგრაციის პროცესი, გარდა იმ მიზნისა, რომელიც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, მის საქმიანობაში ჩარევას და სასამართლოს გაწმენდას, რაც, სხვათა შორის, თავად ჩაწერეს განმარტებით ბარათში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები