ახმეტაში, 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა 71 წლის მეზობელ ქალს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
"კურიერის" ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მომდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.