2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. პანდემიის შემდეგ, მოგზაურების რაოდენობა, დაახლოებით, 75%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 100%-ზე მეტია.
მონაცემები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. საქართველოში ჩამოსული სტუმრებით დატვირთულია ტურისტულ ზონებში მდებარე სასტუმროებიც.