დღეს ბრწყინვალე შვიდეულის პირველი დღე, დიდი ორშაბათია. მოქალაქეები მიცვალებულების საფლავებზე გადიან. დილიდან ხალხმრავლობა იყო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპული გმირები გაიხსენეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი მოადგილეებთან და გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავები ყვავილებით შეამკო.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების მეთაურმა და დაღუპული სამხედროების თანამებრძოლებმაც.