გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მეუღლე ბრანდენბურგის განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ბრიტა ერნსტმა გადადგომის თხოვნით ბრანდენბურგის პრემიერ-მინისტრს, დიტმარ ვოიდკეს უკვე მიმართა.
გერმანული გამოცემა "შპიგელის" ცნობით, გადადგომის სავარაუდო მიზეზი ერნსტის ოჯახისა და მასწავლებლების ბოლოდროინდელი კრიტიკა გახდა მისი პოლიტიკის მიმართ.