26 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
წითელი კვერცხი, ჯეჯილი, პასკა - როგორ ემზადებიან აღდგომის დღესასწაულისთვის საქართველოში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მართალია, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ტრადიცია აქვს, თუმცა ყველა ოჯახში შეხვდებით წითელ კვერცხს, ჯეჯილს და პასკას.

ტრადიციის თანახმად, კვერცხი ქრისტეს ჯვარცმის დღეს, წითლად, წითელ პარასკევს იღებება, ცხვება პასკაც. სააღდგომო სუფრაზე გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, პასკა განასახიერებს. ტკბილი პური, რომელმაც დროთა განმავლობაში სულ სხვა სახე მიიღო, მე-19 საუკუნის კულინარიული გამოგონებაა. მანამდე იყო ბერძნული უსაფუარო ხმიადი, რომელსაც არტოსს ეძახდნენ.

რაც შეეეხება წითელ კვერცხს,  კვერცხის შეღებვის და ერთმანეთისათვის ჩუქების ტრადიცია არსებობს როგორც მართლმადიდებელ, ასევე კათოლიკე ქრისტიანებში. საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს - საეკლესიო გადმოცემით, ერთ-ერთი ვერსია მარია მაგდალინელს უკავშირდება, როდესაც მან ქრისტეს აღდგომა რომის იმპერატორს ახარა, წარმართმა ტიბერიუსმა კი არ დაიჯერა, რის შემდეგაც მოხდა სასწაული და კვერცხი, რომელიც მარიამ მაგდალინელმა მას მიართვა, გაწითლდა. წითელი კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი

 

 

დღის ამბები