26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
თეა წულუკიანი ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა - მინისტრი სალოტბარო სკოლის მუშაობას  გაეცნო

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრი  სალოტბარო სკოლის მუშაობასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ონის სალოტბარო სკოლა 2016 წელს ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით გაიხსნა. სასწავლებელში ამ ეტაპზე 24 მოსწავლე ირიცხება. ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ტრადიციულ გალობას, ხალხურ სიმღერასა და ქორეოგრაფიას.

 

დღის ამბები