"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - თვითმფრინავი "ბოინგი 737", რომელიც ამ წუთებში თელ-ავივის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე დგას, ცოტა ხანში თბილისის მიმართულებით გამოფრინდება - ხომალდის ბორტზე იმყოფებიან ქართველი სასულიერო პირები, მომლოცველები და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი.
თვითმფრინავით საქართველოში, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძრიდან ცეცხლს ჩამოიტანენ. პირველად ცეცხლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიიტანენ, რის შემდეგაც ის საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება.