იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი თბილისის დროით 15:54 საათზე შესრულდა. ცეცხლის გადმოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები ელოდებოდნენ.
ტაძარში შეკრებილი მრევლისთვის, უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველო - კუვუკლიადან ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა. ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, გვიან ღამით ჩამოიტანენ.