26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ასევე, შესრულდა დატირება, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.

 
დღის ამბები