26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ჯერჯერობით ისიც არ ვიცი ზუსტად, გააგზავნეს თუ არა, იმდენად არ მაქვს უკვე არავის ნდობა - გიული ალასანია "ლიმბახის" ლაბორატორიის კვლევის შედეგებზე

სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების კვალი არ დადასტურდა. იუსტიციის მინისტრის შემდეგ ამჯერად ინფორმაციას კლინიკა "ვივამედი" ავრცელებს.

კლინიკური დირექტორის განცხადებით, "ლიმბახში" ლაბორატორიული ნიმუშების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ სააკაშვილი მოწამლული არ არის.

შეფასებას აკეთებს სააკაშვილის ოჯახიც. გიული ალასანია ამბობს, რომ ისინი პირველ ეტაპზე, საზღვარგარეთიდან მიღებულ ანალიზის პასუხებს ენდობიან, სადაც აქცენტი ინტოქსიკაციაზე იყო გაკეთებული.

"მე მჯერა იმ შედეგების, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირველად გერმანიიდან და შემდეგ, მივიღეთ კალიფორნიის ლაბორატორიიდან. ისინი ჩემთვის უფრო დამაჯერებელია, რა ვქნა - ასეა. ამასთან, ვხედავ შედეგს ყოველ ნახვაზე. ჯერჯერობით ისიც არ ვიცი ზუსტად გააგზავნეს თუ არა, იმდენად არ მაქვს უკვე არავის ნდობა, რომ ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხად გიული ალასანიამ.

სამედიცინო ცენტრ ”ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მძიმე მეტალების შესახებ კვლევა მიხეილ სააკაშვილს მაისის თვეში ჩაუტარდა, რის შემდეგაც მოხდა გადამოწმება გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში და მიღებული პასუხებით დადგინდა, რომ ორგანიზმში მძიმე მეტალების მაჩვენებელი ნორმის ქვემოთაა.

"ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების, პერიოდულად გადამოწმება, ჩვენ გაკეთებული გვქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, არა იმიტომ, რომ რაღაც ეჭვი იყო ინტოქსიკაციაზე, არამედ შედიოდა კვლევის პაკეტში, ამიტომ ეს კვლევა იყო შესრულებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ მოხდა გადამოწმება, გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და იქიდან ჩვენ მივიღეთ დასკვნა, რომ სისხლში მეტალების შემცველობა არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსიკაციაზე არ ყოფილა საუბარი, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება და ძირითადად არის სიმპტომურ მკურნალობაზე", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

დღის ამბები