26 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
არ ვიცი ასეთი  აშკარა ტყუილის გავრცელება რას ნიშნავს ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ გარედან ასე ჩანს, რომ იგი ცდილობს მოირგოს წამებულის როლი - ეკა სეფაშვილი

მე არ ვიცი ასეთი  აშკარა ტყუილის გავრცელება რას ნიშნავს ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან. იგი პირველ რიგში ქვეყანას აყენებს რეპუტაციულ ზიანს,- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ევროპარლამენტში ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” წევრი.

როგორც ეკა სეფაშვილი აცხადებს, პირველ რიგში პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საქართველოს რეპუტაციის განმტკიცებაზე და არა მის შელახვაზე.

"მე არ ვიცი ასეთი  აშკარა ტყუილის გავრცელება რას ნიშნავს ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ გარედან ასე ჩანს, რომ იგი ცდილობს მოირგოს წამებულის როლი. თურმე არ უშვებენ, თურმე წასვლა უნდა, საქართველოს კეთილდღეობისათვის იღრწვის და  იბრძვის და ყველანაირად ხელს უშლიან. დასავლელი პარტნიორების თვალში ეს ყველაფერი ჩანს, როგორც ეს არის სახელმწიფო, სადაც სხვადასხვა თანამდებობის პირები და ინსტიტუციები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან.

ანუ, ეს პირველ რიგში რეპუტაციულ  ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს საქართველოს რეპუტაციის განმტკიცებაზე და არა მის შელახვაზე,"-აცხადებს ეკა სეფაშვილი. 

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები