26 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
BBC საგამოძიებო ფილმში, რომელიც თაღლითურ სქემას ეხება, დეტალურად ხსნის, რატომ მიიჩნევს დავით კეზერაშვილს სქემის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად

BBC საგამოძიებო ფილმში, რომელიც მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემას ეხება, დეტალურად ხსნის, რატომ მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ამ სქემის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.

გამომძიებელი ჟურნალისტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ამ სქემის განმახორციელებელ Milton group-თან დააკავშირებს, არსებობს ამის ირიბი მტკიცებულებები.

უფრო კონკრეტულად, ავტორის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად გამოიკვეთა 5 სახელი - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton-ის სავაჭრო პლატფორმის, EverFx-ის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელ პირებად არიან დასახელებულები. ფილმში განმარტებულია, რომ სავაჭრო პლატფორმა EverFx-ი ერთ-ერთია, რომელიც ძირითადად საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანებს ფულის ინვესტირებას სთავაზობს და ვაჭრობის გზით მოგების მიღებას ჰპირდება, თუმცა შემდეგ თაღლითური გზით ამ ადამიანებს, ფინანსურ სახსრებს ართმევს.

BBC-ის საგამოძიებო მასალის მიხედვით, სწორედ კეზერაშვილია დაკავშირებული კომპანია Axios-სთან, რომელიც EverFx-ს ფლობს, ის ასევე დაკავშირებულია კომპანიასთან NEWAGE, რომელმაც შექმნა სავაჭო პლატფორმა და ვებ-საიტი EverFx-ისთვის.

იხილეთ BBC-ის საგამოძიებო ფილმის ის ნაწილი, რომელიც თაღლითურ სქემას აღწერს, ქართული სუბტიტრებით.

დღის ამბები