26 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ, ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ, ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა.

ცვლილები შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქირურგიული ჩარევის დროს სამედიცინო ჩარევის მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, გაუმჯობესებისა და რეგულირების მიზნით, უახლესი ცვლილება, რომელიც ძალაში ცოტა ხნის წინ შევიდა შეეხება, სამედიცინო დანიშნულების საგნებზე და სახარჯ მასალებზე ევროპული და ამერიკული სტანდარტების მოთხოვნების დაწესებას, ანუ ნებისმიერი სახარჯი მასალა, რომელიც ქირურგიული ჩარევის დროს იქნება გამოყენებული, უნდა აკმაყოფილებდეს ამერიკულ ან ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები