26 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
მურუსიძეს არ უნდა გადაყვეს 12 პუნქტის შესრულება და ევროპული სტატუსი - ხათუნა სამნიძე საგამოძიებო კომისიის მიზანსა და სანქცირებულ მოსამართლეებზე

პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობას თითოეული ოპოზიციონერი დეპუტატი ხვდება და ქვეყნის ევროპული სტატუსი და 12 პუნქტის შესრულება მურუსიძეს არ უნდა გადაყვეს.

როგორც სამნიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, ის ფაქტი, რომ დასანქცირებულ მოსამართლეებს მმართველი პარტია გადაეფარა, კატასტროფაა.

"ამ კომისიის შექმნის სასიცოცხლო მნიშვნელობას თითოეული დეპუტატი ხედავს, რადგან არის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მურუსიძეს არ უნდა გადაყვეს 12 პუნქტის შესრულება და ევროპული სტატუსი და ეს არის სანქციები, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ისინი ხედავენ კორუფციული ფაქტებს და იციან, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემაში არის კლანი და ამას ადასტურებენ საკუთარი ძალიან მძიმე გადაწყვეტილებით. ისინი მოელიან, რომ აქ იქნება რეაქცია. ოპოზიციური მხარისთვის ეს რეაქცია არის, საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ეს საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ დეკემბერში დარეგისტრირდა, ეს არ არის სანქციების შედეგად დარეგისტრირებული. ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მთელი ოპოზიციის სახელით დავარეგისტრირეთ ეს კომისია და ამ კომისიის დარეგისტრირების განმარტებით ბარათში წერია, რომ ჩვენ გვინდა სასამართლოს სისტემაში არსებული მანკიერი, კორუფციული გარიგებების, ზეწოლების და სხვადასხვა საქმეების შესწავლა. ეს მოიცავს პერიოდს, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამ ხელისუფლების დროს, იქ არ არის დაკონკრეტებული, ანუ ყველა საქმე რაც ჩვენებებით გაგვიყვანს სხვადასხვა საქმეებზე.

მე, როგორც მომხსენებელმა რამდენიმეჯერ დღის წესრიგიდან ამოვიღე, რადგან ჩანდა, რომ საკმარისი ხმები არ იყო. სანქციების თემამ, ეს საკითხი კიდევ უფრო მძაფრად დააყენა დღის წესრიგში. ჩვენ ოპოზიციაში ვიკითხეთ, რა შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ, ნორმალურ ქვეყანაში გამოძიება დაიწყებოდა, პროკურატურა ჩაერთვებოდა ხელისუფლება არ გადაეფარებოდა სანქცირებულ მოსამართლეებს. მმართველი პარტია გადაეფარა დასანქცირებულ მოსამართლეებს, ეს არის კატასტროფა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები