26 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს ხელმოცარულები რას დააანონსებენ - ირაკლი ზარქუა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციის მხრიდან, დასანქცირებული მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ჩამოუყალიბებელია და თვითონაც არ იციან, რის საფუძველზე უნდა შეიქმნას კომისია.

ზარქუას თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხელმოცარული ოპოზიცია რას დააანონსებს.

"ამ ქმედებებით ეს ოპოზიცია ისედაც რეიტინგ დაცემულია, განულებულია და უკვე "პლინტუსმიღმაა". ვერ ჩამოყალიბდნენ, ასეთი ოპოზიცია გვყავს. რა საგამოძიებო კომისია, რატომ უნდა შექმნან, რის საფუძველზე თუ იმიტომ რომ უბრალოდ შოუები ატარონ. საიდან უნდა დავიწყოთ ახლა საგამოძიებო კომისია სასამართლო მიმართულებით, ადეიშვილით დაიწყებენ? მერაბიშვილი არ ქმედებებსაც ჩადიოდა, პროკურატურა რა დღეში იყო. სასამართლო რა დღეში იყო, 99%-ით პროკურატურის გამამართლებელი რომ იყო ამით დაიწყებენ - არა. ეს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი, მორიგი ილუსტრაცია იქნება. ბუნებრივია, ჩემი ხაბე მთლად ეგეთიც არ არის, ჭკვიანი ბიჭია და შესაბამისად, გაემიჯნა, ალბათ ჩააგდო. არ ვიცი, ჩამოყალიბდებიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს ხელმოცარულები რას დააანონსებენ", - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები