26 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ვიმედოვნებთ, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს განიხილავს სამართლებრივ, ჰუმანიტარულ ჭრილში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას - ლევან ბეჟაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ სარჩელს პოლიტიკოსები აფასებენ. ყოფილი პრეზიდენტის მხარე რიგით მეოთხე საჩივრის დეტალებზე არ საუბრობს და  მიზეზად დაცვის ინტერესებს ასახელებს.

მხარე სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, დაადგინოს სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვა და საჩივარი დაჩქარებული წესით განიხილოს.

"სარჩელი სტრასბურგში უკვე გაგზავნილია, რომლის მომზადებაც უკავშირდებოდა დამოუკიდებელი კონსილიუმის შესაბამის დასკვნას. ვიმედოვნებთ, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს განიხილავს სამართლებრივ, ჰუმანიტარულ ჭრილში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ წინასწარ მოლოდინის შექმნა, თუ რა შინაარსის იქნება ეს გადაწყვეტილება, შეუძლებელია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბეჟაშვილი. 

დღის ამბები