26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
თბილისში 17 წლის ბიჭს ეძებენ

თბილისში 17 წლის ბიჭს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი სახლიდან დღეს, დილის 8 საათზე გავიდა და მას შემდეგ, ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია.

,,მეგობრებო, გთხოვთ, გააზიარეთ, თბილისში დაიკარგა 17 წლის დავით ჯანიქი. სახლიდან გავიდა დილის 8 საათზე და არ ჰქონია კონტაქტი შუადღის 2 საათის შემდეგ. ტელეფონი გამორთული აქვს. წაიღო პასპორტი, ოქროს ჯაჭვი და წერილი დატოვა. თუკი ფლობთ რამე ინფორმაციას, გთხოვ დარეკოთ ნომერზე: 593 080 088", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები