26 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი გეგმების და პრიორიტეტების შესახებ.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 8,6 მლნ ლარით გაიზარდა და 29,5 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.

დღის ამბები