26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ირაკლი ზარქუა მოსამართლეების დასანქცირებაზე: ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას და არგუმენტაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს იყო პირდაპირი მცდელობა, ზეგავლენა მოგეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე

"ასე არ იქცევიან პარტნიორები და ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, მეტ არგუმენტაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს იყო პირდაპირი მცდელობა, რომ ზეგავლენა მოგეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე, ხელში ჩაგეგდოთ და ამით მართოთ ქვეყანა,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

დეპუტატი ქართველი მოსამართლეების მიმართ სავიზო რეჟიმის შეზღუდვას ეხმიანება და თვლის, რომ არგუმენტების გარეშე „ეს არის შეტევა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, სასამართლო ხელისუფლებაზე.“

მისივე თქმით, საერთაშორისო  ორგანიზაციის შეფასებით, რეიტინგში კანონის უზენაესობით ქართული მართლმსაჯულება უსწრებს ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს. 

„ქართველებმა თავისუფლების გემო ვიცით, ამისთვის ბევრი სისხლი დავღვარეთ. ამ სასამართლო სისტემამ ბევრი ქარტეხილი გამოიარა და დღეს გვაქვს ისეთი, როგორიც გვაქვს, სადაც მათ შორის, საერთაშორისო  ორგანიზაციის შეფასებით, რეიტინგში კანონის უზენაესობით ქართული მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა უსწრებს ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს. კანდიდატ წევრებთან არც მაქვს შედარების სურვილი იმიტომ, რომ ძალიან ბევრით ვუსწრებთ.

ევროკავშირის მოქმედ წევრებს, სახელმწიფოების სასამართლო სისტემებს ვუსწრებთ და თქვენ ამ დროს გამოდიხართ და პირდაპირ კორუმპირებულის სტატუსს ადებთ და ისიც არ გინდათ, რომ არგუმენტები მოაყოლოთ. ეს საქართველოა, ჩვენ ვიცით სტუმარიც, მოყვარეც, პარტნიორიც, მაგრამ არავის მივცემთ საშუალებას, ზეგავლენა იქონიოს ჩვენს სასამართლო სისტემაზე იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ხვალინდელი განვითარებული და ღირსეული სახელმწიფოსი“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები