26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ისინი უკვე მერამდენედ აანონსებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამისთვის აქვთ 8 ოპოზიციური პარტია, საკმარისი მანდატები, კეთილი ინებონ, ერთხელ მაინც მობრძანდნენ პარლამენტში - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას - სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეიქმნას, ეხმაურება.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას აქვს რესურსი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმები შეაგროვოს.

"ისინი უკვე მერამდენედ აანონსებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამისთვის აქვთ 8 ოპოზიციური პარტია, საკმარისი მანდატები, კეთილი ინებონ, ერთხელ მაინც მობრძანდნენ ოპოზიციის როლი შეასრულონ ამ პარლამენტში. მუდმივად ვხედავთ, რომ იმუქრებიან, განცხადებებს აკეთებენ წინასწარ და შემდეგ ხელისუფლებას ეხვეწებიან მხარდაჭერას. სიმართლე არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო არის ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი, ოპოზიციის ნაწილი სასამართლოს თემით მანიპულირებას და ამ საკითხის, როგორც "ცხელი პოლიტიკური თემის" შენარჩუნებას ცდილობს. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობს, რადგან დაახლოებით ერთ კვირაში პლენარული სხდომაა ჩანიშნული.

დღის ამბები