26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
სულ სხვა იდეით და მოთხოვნებით რუსთაველის გამზირზე დღესაც აქცია გაიმართა - ლოკაცია და თარიღი ნაციონალურმა მოძრაობამ შეარჩია

სულ სხვა იდეით და მოთხოვნებით რუსთაველის გამზირზე დღესაც აქცია გაიმართა. ლოკაცია და თარიღი  "ნაციონალურმა მოძრობამ შეარჩია და საპროტესტო აქცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს დაამთხვია.

"ერთად ევროპაში" ეს იყო დღევანდელი აქციის სლოგანი. რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა შეკრება 17:00 საათიდან დაიწყეს, საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნების შემდეგ კი ტრიბუნა პოლიტიკოსებმა დაიკავეს და შეკრებილებს მიმართეს. ლევან ხაბეიშვილმა გაჟღერდა მოთხოვნებიც.

"ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს გათავისუფლება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივი გადადგომა. ევროკავშირის 12 პუნქტში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის დეპოლარიზაცია, რომელიც ცხადია, სააკაშვილისა და გვარამიას თავისუფლების გარეშე არ გამოვა. მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 14 პუნქტის შესრულებას, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, ეს არის სასამართლო რეფორმის სისტემა და ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა. დღეს თქვენ აქ ნახეთ მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ თვითმარქვია ოპოზიცია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ექს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბრძოლა იქნება დამქანცველი, მაგრამ ქვეყანა მშვიდობიანად უნდა მივიყვანოთ იმ ნავსაყუდელში, ადაც მისი ადგილია.

"მშვიდობიანად, მეთოდურად, დაუღალავად უნდა მივიყვანოთ ჩვენი სამშობლო იმ ნავსაყუდელში, სადაც მის ადგილია. ჩვენ, არ უნდა დავსახოთ არარეალური იმედები. ეს არის ბრძოლა, რომელიც იქნება დამღლელი, ეს არის ბრძოლა რომელიც იქნება დამქანცველი მაგრამ, ამ ბრძოლის გარდა სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პარლამენტის წევრის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თუ საქართველოში სამართლებრივი სისტემა არ შეიცვალა, მოქალაქეებს რუსთაველზე წოწიალი კვლავ მოუწევთ.

"ნუ იპრანჭებიან ვიღაც პოლიტიკოსები, სანამ ხალხმა მათ, პოლიტიკანები არ დაარქვა. ჩვენ, თუ 12 პუნქტის შესრულება გვინდა, მაშინ იმ 12 პუნქტში წერია, რომ გვარამია და სააკაშვილი უნდა გადარჩნენ. თუ საქართველოში არ შეიცვალა სამართლებრივი სისტემა, ასე მოგვიწევს წოწიალი რუსთაველზე, დავბერდით უკვე აქ," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

დღის ამბები