1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის ჯარმა მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანების დარბევა ღამის 4 საათზე დაიწყო- გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები, მძიმე ტექნიკა, მხუთავი აირი, დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი.
ტრაგიკული მოვლენებიდან 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს 70 წლიანი ოკუპაცია სახელმწიფოებრივი აქტის გაფორმებით დასრულდა. დღესაც და ყოველი წლის ცხრა აპრილს, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს იხსენებენ.
მიაქვთ სანთლები და ტიტები - ყვავილი, რომელიც უკანასკნელი 34 წელია თავის თავში აერთიანებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ და ამავდროულად, ყველაზე ბედნიერ -თავისუფლების მოპოვების დღეს.
ავტორი: იზი ბურნაძე.