26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
9 აპრილი 34 წლის წინ და 34 წლის შემდეგ - როგორ იხსენებენ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მოქალაქეები

9 აპრილი - დღე, როდესაც ქართველი ერი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა და თავისუფლება მოითხოვა. ქართელმა ხალხმა, მაშინ სწორედ ერთიანობით შეძლო მტერზე გამარჯვება. დაღუპულებიც და ცოცხალი გმირებიც ისტორიაში შევიდნენ, როგორც ადამიანები, რომლებმაც მომავალი და თავისუფლება გვაჩუქეს.

ჩვენი ვალი მისი შენარჩუნებაა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კი უფრო მტკივნეული იმ ქვეყნებისთვისაა, რომელთაც რუსული ტერორი და მისი უსასრულო ბოროტება საკუთარ თავზე გამოუცდიათ. ნახეთ, როგორი იყო 9 აპრილი 34 წლის წინ და როგორ იხსენებენ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს 34 წლის შემდეგ.

1989 წლის 4 აპრილს, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით, მთავრობის სახლის წინ დაიწყო მიტინგი, აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით. მომდევნო დღეებში, მიტინგი მრავალრიცხოვანი გახდა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. ათეულობით ქართველმა შიმშილობა დაიწყო. მალე ტანკები და რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ. ეგონათ, რომ ამით აქციის მონაწილეებს შეაშინებდნენ თუმცა, საპირისპირო მოხდა, – მომიტინგეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ასფალტს, წინა დღეების ბრძოლა და სისხლი ეტყობოდა, ეს ფასი საქართელომ თავისუფლებისთვის გაიღო. მიმოფანტულ ნივთებს შორის იყო საბნები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გაზეთები და სხვა კიდევ ბევრი.

დღესაც არავინ იცის, რომელი მომწავლელი ნივთიერებები გამოიყენეს, უცნობია ისიც ზუსტად რამდენი ადამიანი დაშავდა. ვიცით მხოლოდ ის, რომ დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონტრაცია 21 ადამიანის სიკვდილით დასრულდა, მათ შორის იყო, 70 წლის თინა ენუქიძე, რომლის გაუგანორმა თავდადებამ მაშინ ყველა შეძრა.

ტრაგედიამ, გლოვამ და ბრაზმა რეჟიმისადმი უპრეცენდენტო ერთიანობისა და სოლიდარობის ტალღა წარმოშვა. 10 აპრილის დილიდან კვლავ დაიწყეს თბილისის ქუჩებში გამოსვლა. გამოსვლები დაიწყო ქუთაისში, სოხუმში, ბათუმსა და დუშეთში.

9 აპრილმა დაგვიტოვა ტრაგიკული და ამაღელვებელი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სანიმუშო მაგალითი, გვაჩვენა რომ მთავარი ძალა მომავალი თაობაა.რუსთაველზე ჩატარებული სისხლიანი ოპერაციის შემდეგ თბილისის ქუჩებში მანქანების გაბმული საყვირი თითქოს იყო მსხვერპლის გაღებით დამსახურებული მისალმება ასე ნანატრ, მაგრამ უცნობ თავისუფლებასთან.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი

 

დღის ამბები