ქუთაისში, 23 წლამდე უძლიერეს მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი 4 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სხვ და სხვა მუნიციპალიტეტის 30 სპორტსმენმა მიიღო.
გამარჯვებულები, რომა სულაბერიძე, ნიკოლოზ ზვიადაძე, გიორგი ონიანი და ნიკოლოზ ლუკაიძე გახდნენ, რომელთაც მედლები და სიგელები გადაეცათ. ასევე, დაჯილდოვდნენ ტურნირის პრიზიორებიც.