26 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ოპოზიცია ცუდ გზას დაადგა, სრულიად დისკრედიტირებული წარსულის მქონე ადამიანები,ქვეყანას დესტაბილიზაციას და არეულობას უქადიან - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სურამში პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ახალგაზრდებთან შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ ცალკეული ოპოზიციური ლიდერები ქვეყანას დესტაბილიზაციას და არეულობას უქადიან.

ამასთან, გიორგი ვოლსკი ამბობს იმასაც, რომ  მთელს ამ რევოლუციურ სცენარს და პროცეს სათავეში, დისკრედიტირებული წარსულის მქონე ადამიანები უდგანან.

"ჩანაწერი შეიძლება მრავალნაირად გაამართლონ, რომ ამას ასე არ უთქვამს, რომ ეს არ იყო  პარტიის ოფიციალური განცხადება. ეს ჩანაწერიც, რომ არ იყოს, ხომ ვიცით, რომ ძალიან ცუდ გზას დაადგა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ჩამოყალიბდა რევოლუციის კომიტეტი. ადამიანები, რომლებიც უქადიან ჩვენს ქვეყნის დესტაბილიზაციით, დაპირისპირებებით, არეულობით. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალს ვადევნებთ. თანაც ამას ყველაფერს სათავეში სრულიად დისკრედიტირებული ადამიანები უდგანან,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომ სურამში პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების"ლიდერები, ახალგაზრდებს ახალგაზრდებს შეხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას 40-მდე ახალგაზრდა დაესწრო, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. არსებული ინფორმაციის თანახმად,  ზურა გირჩი ჯაფარიძემ, შეკრიბილებს ტრენინგი ჩაუატარა, სადაც საუბარი შეეხო, საპროტესტო აქციების დაგეგმას, ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას და როგორ მოიქცნენ აქციებზე. მათ შორის, რა საშუალებებით უნდა შეეწინააღმდეგონ, სამართალდამცველებს. თამარ შარიქაძე დეტალებით

დღის ამბები