26 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
"ხალხს მტკიცებულებაც აქვს და მეტიც" - გიორგი ვაშაძე მოსამართლეების სანქცირებაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ ისედაც იცის იმ მტკიცებულებების შესახებ, რასაც აშშ დაეყრდნო, როდესაც რამდენიმე მოსამართლეს სანქციები დაუწესა.

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ამ საკითხს ეჭვქვეშ არ აყენებს. "მტკიცებულება მთელმა საზოგადოებამ იცის.

"ვინმესთვის კითხვის ნიშანია, რომ სასამართლოში არსებობს კლანი?! ჩვენ ხომ ამ ყველაფერს ვხედავთ, ვის მოატყუებენ ამ ლაპარაკით, რა მტკიცებულება, ხალხს მტკიცებულებაც აქვს და მეტიც აქვს,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი აღარ არსებობს.

"მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავით თეთრზე დაწერა და შემდეგ უკვე ელჩმა გააკეთა განმარტება, საუბარია ქრთამის აღებაზე, ნეპოტიზმზე, დაშინებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე. დამატებით იმ მოსამართლეებმა იფიქრონ, ვისაც, სავარაუდოდ, ასევე ელოდება სანქცია,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

 

დღის ამბები