26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია, გამოსავალი არის ერთიანობაში და თავგანწირვაში - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" რიგით მეოთხე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობა განახლებულ პოლიტიკურ საბჭოსა და პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს. ასევე, წარადგენენ წესდებაში ცვლილებები.

პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ორი ახალი წევრი: მანანა ჯებაშვილი და გიორგი თევდორაძე შეუერთდნენ.

პარტიის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია:

"ჩვენთვის მთავარი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებაში მყოფი, რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნების" სახით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ არ მოგცენ კანდიდატის სტატუსი. ისინი მტრად აცხადებენ ჩვენს მეგობრებს, ხოლო ჩვენი მტრები რუსეთის სახით კი, უნდათ მეგობრებად გამოგვიცხადონ. ამას ჩვენ არ შევეგუებით. გამოსავალი არის ერთიანობაში და თავგანწირვაში. ამის პარალელურად, ჩვენ ვფიქრობთ დავიწყოთ აქტიური მუშაობა მოსახლეობასთან იმისათვის, რომ შევქმნათ რეფორმების პაკეტი, რადგან ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია და გვინდა კონკრეტულად ვაჩვენოთ, თუ რა რეფორმების გატარებას ვაპირებთ,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები