26 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
ამ კომენტარებში მოვისმინეთ მცდელობა სასამართლოში რაღაც დაყოფისა, კარგებად და ცუდებად, პოლარიზაციის ახალი კერის გაჩენის, თითქოს არსებობენ კარგი და ცუდი მოსამართლეები - შალვა პაპუაშვილი

"ხალხის ძალის" განცხადებებზე კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ქართულ მათლმსაჯულებას კარგ და ცუდ ნაწილებად ჰყოფენ.

"ჩვენ მოვისმინეთ ამ კომენტარებში, სამწუხაროდ, მცდელობა სასამართლოში რაღაც დაყოფისა, კარგებად და ცუდებად, პოლარიზაციის ახალი კერის გაჩენის, რომ თითქოს არსებობენ კარგი და ცუდი მოსამართლეები.

მიუღებელია, განსაკუთრებით თუ ამას აცხადებენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, თუ ხდება ქართული მართლმსაჯულების დაყოფა კარგ და ცუდ მოსამართლეებად," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები