26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველო შეძლებს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი - კელი დეგნანი

"ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა, რადგანაც განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რაზეც ვთანამშრომლობთ," - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩის განცხადებით, საუბარი შეეხო იმ საკითხებს, თუ რით უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმა.

"გვქონდა საუბარი დამატებით ნაბიჯებზე, რა უნდა გადაიდგას და რით უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმა, იმიტომ რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმა, ასევე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველო შეძლებს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი.

ვიცით, რომ არსებობს რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დაკმაყოფილდეს ის სტანდარტი სასამართლო სისტემის რეფორმასთან, რაც გაწერილია 12 რეკომენდაციაში და ერთ-ერთი საკითხი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ამ რეფორმაზე საუბარია ვენეციის კომისიის ბოლო 4 მოხსენებაში და ასევე იმ ანგარიშში, რომელიც წარმოდგენილია ბოლო თვეს, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები