26 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
ლევან დავითაშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მინისტრები საქართველო - სომხეთის ბიზნეს ფორუმზე მოხსენებით გამოვიდნენ. ბიზნეს ფორუმში ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვ.

ფორუმზე გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის კერძო სექტორის დონეზე.

დღის ამბები