26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ "მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ენგურის ხიდის ცალმხრივად დაკეტვის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს.

"დაკეტილია არავის არ უშვებენ, მე ვუთხარი რომ მივდივარ ხელფასის ასაღებად. ჩემზე დარეკეს და იქიდან პასუხი მიიღეს, რომ გამოვეშვით. ანუ ენგურჰესის თანამშრომლებს უშვებენ დანარჩენებს არა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველას უშვებენ, აქეთ არავის", - განაცხადა ენგურჰესის ინჟინერმა როლანდ ზაქარაიამ.

აქვე ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთან ე.წ გამშვები პუნქტი ორმხრივად ჩაკეტეს და სავარაუდოდ შეზღუდვები იმოქმედებს ათ აპრილამდე.

 

 

დღის ამბები