ბრაზილიაში, ქალაქ ბლუმენაუში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 4 ბავშვია მოკლული და კიდევ 4 დაშავებულია. ინფორმაციას, BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღში ნაჯახით შეიარაღებული 25 წლის მამაკაცი, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე შეიჭრა.
როგორც პოლიციამ მედიას განუცხადა, თავდამსხმელი დაკავებულია, ის პოლიციას თვითონ ჩაბარდა.
სანტა-კატარინას შტატის გუბერნატორმა, მომხდარის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.