"კულტურის პროექტი"- ასე ჰქვია საღამოს, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის კოლაბორაციით 8 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება.
საღამოზე შესრულდება ლიეტუველი კომპოზიტორის - ლეონას სომოვასის პიესა "პერფექტუმი". კონცერტი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.